კონფლიქტი სირიაში

აშშ: რუსეთი ასადს სამხედრო ვერტმფრენებს აწვდის

ობამას ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთი სირიის დიქტატორს, ბაშარ ალ-ასადს თავდასხმისთვის განკუთვნილ სამხედრო ვერტმფრენებს უგზავნის. სახელმწიფო მდივნი აცხადებს „აშშ შეშფოთებულია უკანასკნელი ცნობებით, რომ რუსეთიდან სირიაში თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენები იგზავნება“. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კონფლიქტის მნიშვნელოვან ესკალაციას გამოიწვევს.

სირიაში ბოლო 15 თვეა ასადსა და მის ოპონენტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობას, რომელსაც გავრცელებული ცნობით 13,000 ადამიანი უკვე შეეწირა. 

კონფლიქტის დასასრულის ერთადერთ იმედად მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ასადის ხელისუფლებიდან მშვიდობიანი წასვლის გეგმაზე შეთანხმება რჩება. მოსკოვი წინააღმდეგია სირიაში გარე ძალების ჩართვის და ბლოკავს კონფლიქტში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვის ყველა მცდელობას.

რუსეთი და სირია მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორებია. სირიაში ხმელთაშუაზღვაში რუსეთის ერთადერთი საზღვაო ბაზაა.

კომენტარები