გამოცდების ეროვნული ცენტრი

შსს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის გაუჩინარების ფაქტს ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტს ადასტურებს.

უტიაშვილის განცხადებით, ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკარგულის ნათესავებმა მიმართეს და ამჟამად ძებნა მიმდინარეობს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ მამუკა ჯიბლაძე რამდენიმე დღეა, არ უნახავთ და ვერც მის ადგილსამყოფელს მიაკვლიეს.

გამოცდების ცენტრის ყოფილი თანამშრომლის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია დღეს "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. ჯიბლაძემ სამსახური მას შემდეგ დატოვა, რაც ცენტრის ხელმძღვანელობიდან მაია მიმინოშვილი გაათავისუფლეს.

 

კომენტარები