ტუნისი

ტუნისის ყოფილ პრეზიდენტს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ტუნისის სამხედრო ტრიბუნალმა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ზინ ალ–აბიდინ ბენ ალის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილ პირველ პირს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. მას ბრალად ედება არეულობის ხელშეწყობა და აქტივისტების მკველობაში მონაწილეობის მიღება.

ბენ ალი ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება, სადაც იგი გასული წლის იანვარში, ტუნისში არსებული დაძაბული ვითარების გამო გაიქცა.

გასულ წლებში ტუნისის ყოფილ პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა 16 – დან 35 – წლამდე ჰქონდა მისჯილი, კორუფციის, თაღლითობის, სახელმწიფოს სახსრების მითვისებისა და ნარკოტიკების შენახვისთვის.

2011 წლის იანვარში ტუნისში ე.წ. „არაბული გაზაფხული“ დაიწო. მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად ბენ ალის პოსტი დაატოვებინეს. აღნიშნული მოვლენებისას რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი ათასზე მეტი დაშავდა.

 

კომენტარები