ბათუმი

ბათუმის ბულვარის დანაგვიანებისთვის ჯარიმები იზრდება

ბათუმში ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებისთვის საჯარიმო სანქციები მკაცრდება.

ახალი კანონით ტერიტორიის დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკური პირი 50 ლარის, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, დასუფთავების წესების დამრღვევი პირისთვის ჯარიმის რაოდენობა იზრდება.

ბათუმის ბულვარის სისუფთავეს, ბულვარის ადმინისტრაციის ზედმახედველობის სამსახური საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებს.

კომენტარები