სტრასბურგი

სტრასბურგის სასამართლო საჩივრის შეტანის წესებს ამკაცრებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მალე რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეტანილ საჩივარს გააუქმებს. Svobodanews – ის ინფორმაციით, სტრასბურგში იმ საჩივრებს უარყოფენ, რომლებიც ფორმალური თვალსაზრისით არასწორადაა შედგენილი. გამოცემის ცნობით, ამ ქვეყნებს შორის რუსეთიცაა და მოქალაქეებს მათი ხელმეორედ შეტანის უფლება აღარ ექნებათ.

სტრასბურგში იმედოვნებენ, რომ გამკაცრებული რეგლამენტი სასამართლოს საშუალებას მისცემს, ერთი ტიპის საჩივრები თავიდან აიცილოს. რუსი იურისტების ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამიერიდან ერთეულებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით სტრასბურგში ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

Svobodanews – ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრებით ქვეყნებს შორის რუსეთი პირველ ადგილზეა. 

 

კომენტარები