გლობალ ტვ

გლობალ TV-ს ამერიკელმა მეწილემ საქართველო დატოვა

გლობალ TV-ს ამერიკელმა მეწილემ ალექსანდრე რონჟესმა საქართველო დღეს დატოვა. სამართალდამცველებმა მისი დაკითხვის შემდეგ, განაცხადეს, რომ რონჟესს ქვეყნის დატოვება შეეძლო.

როგორც გლობალ TV-ს დირექტორი ზურაბ ბზილაძე იუწყება, დაკითხვას ამერიკის საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე რონჟესის დაკითხვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გლობალ TV-ის მეწილე დაიკითხა როგორც მოწმე, უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტზე აღძრული საქმის ფარგლებში.  ხოლო რონჟესის ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიება მის მიერ საქართველოში განხოცრიელებული ფინანსური ოპერაციებით დაინტერესდა.

ალექსანდრე რონჟესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს. 

კომენტარები