ქართული ოცნება

ქართულმა ოცნებამ თბილისის მასშტაბით მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები დაასახელა

კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატების გამოსავლენად ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, კოალიციის შიდა გამოკითხვების თანახმად, სამგორის რაიონში - სოზარ სუბარი, ვაკეში - ლევან ბერძენიშვილი, ნაძალადევში - ეკა ბესელია, მთაწმინდაზე - ვახტანგ ხმალაძე, დიდუბეში - დავით ბერძენიშვილი, ჩუღურეთში - ვიქტორ დოლიძე, კრწანისის რაიონში კი - გია ცაგარეიშვილი და შოთა ხაბარელი ლიდერობენ. ხოლო თინა ხიდაშელი სამ ოლქში ლიდერობს - გლდანი, საბურთალო და ისანი.

ბერძენიშვილის განმარტებით, კვლევის შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პოლიტიკოსები აუცილებლად თბილისის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელდებიან.

კოალიციამ მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები აპრილში და მაისში ჩატარებული გამოკითხვების მეშვეობით შედგენილი რეიტინგებით დაასახელა.

 

კომენტარები