ტაბულა

"ტაბულა კარიკატურა" - კონკურსის შედეგები

კატეგორია: პოლიტიკოსის პორტრეტი, გამარჯვებული - ნუგზარ მეტრეველი

მეორე ადგილი - არ გამოვლინდა

კატეგორია ტექსტის ილუსტრაცია - არ გამოვლინდა

კონკურსის შედეგებზე საუბრობს ტაბულას არტრედაქტორი, ბაჩა მალაზონია:

 „კონკურსის მიზანი იყო ბეჭდური მედიის ამ სფეროში მომუშავე მხატვრების შესაძლებლობების, მათი იდეების, კრეატიულობის შეფასება. გვაინტერესებდა თუ რისი შემოთავაზება შეეძლოთ მათ ჟურნალისათვის და, საერთოდ, მკითხველისთვის. ამიტომ შევარჩიეთ ორი კატეგორია და კონკურსანტებს მივეცით თავისუფალი არჩევანი ტექნიკისა და სტილის გამოყენებაში. სამწუხაროდ, ნაკლებად იყო ნახატი კარიკატურა (ფანქარი, კალამი) და მეორე კატეგორიის ნამუშევრები, სადაც მონაწილეებს შეთავაზებული ტექსტის ილუსტრირება ევალებოდათ. ამიტომაც, წლევანდელ კონკურსში მხოლოდ ერთი ნომინაცია გამოვყავით და, შესაბამისად, პირველი ადგილის მფლობელიც მხოლოდ კატეგორიაში პოლიტიკოსის კარიკატურა  გამოვავლინეთ.
ტაბულა გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და დაელოდება ახალ ნამუშევრებს“.  

კომენტარები