შსს

მამუკა ჯიბლაძე ვიდეოკამერებმა სპორტის სასახლესთან დააფიქსირეს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე,  სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს პრესსამსახურის უფროსის, ზურაბ გვენეტაძის ცნობით, მამუკა ჯიბლაძე გუშინ, დაახლოებით 02:00 საათზე სასტუმრო ჰოლიდეი ინის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.

,,ამოვიღეთ ვიდეომასალა და ჯიბლაძის მეგობარს ვაჩვენეთ. მან ამოიცნო მამუკა ჯიბლაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას.’’-აცხადებს ზურაბ გვენეტაძე.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი 11 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სემინარს უნდა დასწრებოდა, რის შემდეგაც სამსახურეობრივი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. მამუკა ჯიბლაძე აღნიშნულ ადგილებზე არ გამოჩენილა და არც სახლში დაბრუნებულა.

ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშრებით დაკარგულის ნათესავებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს. 

კომენტარები