პოლ მაკარტნი

პოლ მაკარტნის 70 წელი შეუსრულდა

0 კომენტარი

ივნისს პოლ მაკარტნის 70 წელი შეუსრულდა. ლეგენდარული ჯგუფის The Beatles - ის ყოფილი წევრის განცხადებით, იგი დასვენებას არ აპირებს და მუსიკალურ სამყაროში მოღვაწეობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

უცხოური მედიის ცნობით, ბრიტანელი მომღერლის იუბილესთან დაკავშირებით, ინგლისის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის Beatles - ის მშობლიურ ლივერპულში სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიებები გაიმართება.

პოლ მაკარტნიმ ცოტა ხნის წინ გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. იგი ამჟამად ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალისთვის ემზადება.

თავისი კარიერის მანძილზე პოლ მაკარტნიმ 50 ათამდე სინგლი შექმნა, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩარტებში წამყვან პოზიციებს იკავებდნენ. მაკარტნიმ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს მასშტაბით მორიგი ტური დაასრულა და ამერიკული ბალადების ახალი ალბომიც გამოუშვა - Kisses on the Bottom.

”ამ ყველაფრისგან ნამდვილ სიამოვნებას ვიღებ და რატომ უნდა დავტოვო სცენა?” - განაცხადა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბრიტანელმა შემსრულებელმა.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები