მაჟორიტარი

გიორგი კარბელაშვილი ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ვაკის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ადასტურებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი კარბელაშვილი იქნება მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერიც,რაზეც პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

..არჩევნების თარიღის დანიშვნამდე სხვადასხვა სახის ვარაუდებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა თქვენ უფლება გაქვთ გქონდეს სხვადასხვა ვარაუდები.’’-განუცხადა პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ბოლო პერიოდში აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმ ღონისძიებებში, რომლებიც დატყვევებული ქართველი მეზღვაურების გამოხსნასა და მათი პრობლემების მოგვარებას ეხებოდა. 

კომენტარები