ბაზისბანკი

ბაზისბანკს ჩინური კომპანია ყიდულობს

ბაზისბანკს ჩინური კომპანია Xinjiang Hualing Industry and Trade Group ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა.

აღნიშნული გარიგება დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება და ჩინური ბიზნეს ჯგუფი ქართული ბანკის 90%-ის მფლობელი გახდება.

წილის გაყიდვაზე მოლაპარაკებები ბაზისბანკის 12 აქციონერთან მიმდინარეობს, რომელთა შორის ყველაზე დიდი წილის მფლობელი (13,9%) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზურაბ ციხისთავია.

ჩინური კომპანია საქართველოში 2006 წლიდან საქმიანობს ხე-ტყის გადამამუშავებელ სექტორში და 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს.

ბაზისბანკის აქტივები 154 მილიონ ლარს შეადგენს და მეთერთმეტეა საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის.

კომენტარები