რუსეთი

პატრიარქი კირილი 30 ათას დოლარიანი საათის ტარებისთვის ნომინაცია ,,ოქროს ხელების'' ლაურეატი გახდა

რუსეთის ყოველწლიური დაჯილდოვების ,,ოქროს ქოში’’ ლაურეატთა შორის, წელს რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქი კირილიც მოხვდა. ,,ოქროს ქოში’’ ჯილდოებს იმ ადამიანებს გადასცემს, რომელთაც ცხოვრებაში საეჭვო მიღწევები აქვთ.  დაჯილდოვების ერთ-ერთი წამყვანი, ცნობილი ტელესახე ქსენია სობჩაკია.

პატრიარქი კირილი  გამარჯვებულად ნომინაციაში ,,ოქროს ხელები’’ გამოაცხადეს. საქმე ეხება მის Breguet-ის წარმოების საათს, რომელიც 30 ათას დოლარად არის შეფასებული.

თავდაპირველად პატრიარქმა კირილმა უარყო, რომ ხელზე 30 ათასი დოლარის ღირებულების საათი ეკეთა, ხოლო მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს საათი ერთ-ერთი საჩუქრის ყუთში შემთხვევით აღმოაჩინა. თუმცა გავრცელებულ ფოტოს, სადაც აღნიშნული საათი ჩანს, მონტაჟი უწოდა.

კომპანია Breguet-ის წარმომადგენელმა ფილიპ ბალემ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია ,,ჰქონდა თუ არა პატრიარქს მათი საათი’’ და ამიტომ გადაწყვიტა მას Breguet-ის უახლესი საათი აჩუქოს.  ფილიპ ბალემ პატრიარქ კირილს რუსეთში Breguet-ის სახედ გახდომა შესთავაზა.

რუსეთის წმინდა სინოდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვსევოლოდ ჩაპლინი აღნიშნულ დაჯილდოვებას და განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ყოველივე მარლთმადიდებელი ქრისტიანების შეურაცხყოფაა.

,,პატრიარქის შეურაცხყოფა და ეს ნამდვილად შეურაცხყოფა იყო, ყველა მონათლული მართლმადიდებელი ქრისტიანის შეურაცხყოფაც არის. მე მოვუწოდებ ყველას შეაჩეროს ეს საშინელება.’’-განაცხადა ვსევოლოდ ჩაპლინმა.

კომენტარები