ეგვიპტე

ჰოსნი მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.

ზოგიერთი სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. Nile TV - ის ინფორმაციით, ჰოსნი მუბარაქის გადარჩენის მცდელობა გრძელდება.

ეგვიპტის უშიშროების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მუბარაქი კომაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

მუბარაქის 30 წლიანი მმართველობა გასულ წელს დასრულდა. ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას აქტივისტების მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბარალად. მუბარაქი მაადის სამხედრო ჰოსპიტალში ინსულტის გადატანის შემდეგ გადაიყვანეს.

ეგვიპტეში კი ”მუსლიმთა საძმო” კვლავ აქციას მართავს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ცოტა ხნის წინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მათმა კანდიდატმა, მუჰამედ მურსიმ გაიმარჯვა. გამარჯვების შესახებ აცხადებს მურსის მეტოქე, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიკიც. არჩევნების ოფიციალური შედეგები ხუთშაბათს გამოცხადდება.

 

კომენტარები