აშშ-საქართველო

საქართველოში ვიზიტით დონალდ რამსფელდი იმყოფება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მდივანი, დონალდ რამსფელდი იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში რამსფელდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები იყო, საუბარი ასევე შეეხეო საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პერსპექტივებს.

ბაჩო ახალაიამ დონალდ რამსფელდს საქართველოსა და აშშ-ს შორის, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტი საქართველოში ერთ კვირას გაგრძელდება.

დონალდ რამსფელდს აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანამდებობა ორჯერ ეკავა. პირველად 1975-1977 წლებში, ხოლო მეორედ აღნიშნული პოსტი მან პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, 2001 წელს ჩაიბარა.

კომენტარები