ბაგრატის ტაძარი

ნიკა რურუა: ბაგრატის ტაძარზე გავრცელებული განცხადებები პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის საკითხის შესახებ ვრცელდება, ხშირ შემთხვევაში მცდარი, პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და არაკომპეტენტურობის გამოხატულებაა.

ამის შესახებ ნიკა რურუამ ბაგრატის ტაძრის პროექტის პრეზენტაციის დაწყებისას განაცხადა, რომელიც კულტურის სამინისტროში გაიმართა. მინისტრის თქმით, ტაძარი დასრულების ფაზაში, რეკონსტრუქციის მეოთხე ეტაპზეა.

”ახლა შეგვიძლია გავფანტოთ ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით გავრცელებული მითქმა-მოთქმა, რომელიც ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციას და არაკომპეტენტურ დასკვნებს წარმოადგენს. არსებობს ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ ნებისმიერი მიზეზით საზოგადოებაში განხეთქილება ჩამოვარდეს. მათ სურთ, რომ მოახდინონ ნებისმიერი თემის პოლიტიზირება", - აღნიშნა ნიკა რურუამ.

პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ აგრეთვე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი და იტალიელი ექსპერტი ანდრია ბრუნო.

 

კომენტარები