მხატვრობა

შოტლანდიაში რემბრანდტის აქამდე უცნობი ნახატი აღმოაჩინეს

მე-17 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მხატვრის, რემბრანდტის აქამდე უცნობი ნახატი შოტლანდიაში, ერთ-ერთი სახლის სხვენზე აღმოაჩინეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, სურათზე, რომელიც შავ ფანქარში არის შესრულებული, უსინათლო მათხოვარი ბავშვთან და ძაღლთან ერთად არის გამოსახული. აღნიშნული აღმოჩენის შედეგად, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ანალოგიური კომპოზიიცის მქონე ნახატი, რომელიც ბერლინის მუზეუმში ინახება, რემბრანტის ნამუშევრის ასლია.

გარდა აღნიშნული სურათისა, სახლის მეპატრონმა სხვენზე კიდევ ხუთი ნახატი იპოვნა, რომლებიც, სავარაუდოდ, დიდი მხატვრის მოსწავლეებს ეკუთვნით. უცნობია, თუ როგორ მოხვდა ჰოლანდიელი ხელოვანის შემოქმედების ერთ-ერთი ნიმუში შოტლანდიური სახლის სხვენზე.

რემბრანდტის ნახატს სხვა სურათებთან ერთად მალე Christie's აუქციონზე გაიტანენ. მხატვრის ესკიზის საწყისი ფასი 125 ათასი დოლარია.

 

კომენტარები