მხატვრობა

ნიუ-იორკში სალვადორ დალის ნახატი მოიპარეს

ნიუ-იორკის ახლადგახსნილ გალერეა Venus Over Manhattan-იდან სალვადორ დალის ნახატი მოიპარეს.

პოლიციის ცნობით, 19 ივნისს გალერეაში მამაკაცი შევიდა, რომელმაც დაცვის თანამშრომელს ფოტოს გადაღება სთხოვა. სანამ დაცვის თანამშრომელი ფოტოს იღებდა, ბოროტმოქმედმა ნახატის კედლიდან ჩამოხსნა და შენობიდან გასვლა მოახერხა.

გალერეაში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა დამნაშავე დააფიქსირეს, პოლიცია მის კვალს აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით ეძებს.

სალვადორ დალის ნამუშევარი - აკვარელი ,,Cartel des Don Juan Tenorio’’ 1949 წლით არის დათარიღებული და მისი ღირებულება 150 ათას დოლარს შეადგენს.

გალერეა Venus Over Manhattan  ნიუ-იორკში 2012 წლის მაისში გაიხსნა. მისი მფლობელი მედიამაგნატი ადამ ლინდემანია. 

კომენტარები