ისრაელი-პალესტინა

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის დაპირისპირება გრძელდება

ღაზას სექტორში ისრაელის მიერ დღეს განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. BBC – ის ინფორმაციით, ისრაელის მხარემ ღაზას სამი სამხედრო ობიექტი და აგრეთვე, მჭიდროდ დასახლებული მიმდებარე ტერიტორია დაბომბა.

გამოცემის ცნობით, ღაზას სექტორიდან დაპირისპირებული მხარის მიმართულებით 20 – ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ამასთან, პალესტინის ერთ–ერთ ქალაქში აფეთქების შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ღაზას სექტორში ირწმუნებიან, რომ აფეთქება ისრაელის მხრიდან გაშვებულ რაკეტას მოჰყვა, თუმცა დაპირისპირებული მხარე მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

BBC – ის ინფორმაციით, ისრაელსა და პალესტინის ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის არსებულ შეთანხმებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, რეალური სახე არ მიუღია.

2008 წელს ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორში მასშტაბური ოპერაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც 1400 პალესტინელი და ისრაელის რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა.

 

კომენტარები