ლიბია

ტუნისის პრეზიდენტმა ლიბიის ყოფილი პრემიერის სამშობლოში ექსტრადიცია დაგმო

ტუნისის პრეზიდეტმა მონსეფ მარკუზიმ განაცხადა, რომ ლიბიის ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბაღდადი ალ მაჰმუდის საკუთარ ქვეყანაში ექსტრადაცია არაკანონიერად განხორციელდა. მისი თქმით, ტუნისის პრემიერმა კადაფის რეჟიმის მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსის ლიბიისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ქვეყნის პირველ პირთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.

70 წლის ბაღდადი მაჰმუდი 24 ივნისს ტუნისიდან ლიბიაში იქნა ექსტრადირებული, საიდანაც იგი გასული წლის აგვისტოში გაიქცა, როდესაც მუამარ კადაფის სამხედრო ძალებმა ტრიპოლზე კონტროლი დაკარგეს.

ლიბიის ყოფილი პრემიერი სექტემბერში ტუნისში საზღვრის უკანონო გადაკვეთითვის დააპატიმრეს. იგი ტუნისის გავლით ალჟირში გადასვლას ცდილობდა, სადაც კადაფის ოჯახის წევრებს თავშესაფარი შესთავაზეს.

ლიბიის ახალი ხელისუფლება მაჰმუდის ექსტრადაციას დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, რადგან ტუნისის მთავრობა ვერ თანხმდებოდა აღნიშნულ საკითხზე.

საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბაღდადი ალ მაჰმუდის უფლებები სამშობლოში შესაძლოა შეიზღუდოს. ყოფილი პრემიერის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს, რადგან მათი განცხადებით, კადაფის რეჟიმისას ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსი ლიბიის ყოფილი ხელმძღვანელობის შესახებ მნიშვნელოვან მასალას ფლობს.

 

კომენტარები