შავი ზღვის სამიტი

მიხეილ სააკაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ სტამბულში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში (BSEC) მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამიტი ორგანიზაციის შექმნის 20 წლისთავს მიეძღვნება.

პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Trend - იც აქვეყნებს, რომლის თანაცხმადაც, 26-27 ივნისს დაგეგმილი სამიტის ფარლებში მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს გამართავს.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 1992 წლის 25 ივნისს თერთმეტი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურთა მიერ შეიქმნა. საქართველო BSEC - ის ერთ-ერთი დამფუნებელია. ორგანიზაციის მიზანი მრავალმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა და წევრ ქვეყანათა შორის ინტეგრაციისა და ჰარმონიული თანაარსებობის წახალისებაა შავი ზღვის რეგიონში.

 

კომენტარები