საკანონმდებლო ინიციატივა

ფილიპ დიმიტროვი must carry-ის პრინციპების დაკანონების შესაძლებლობას მიესალმება

საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი must carry-ის პრინციპების დაკანონების შესაძლებლობას მიესალმება. ამასთან დაკავშირებით განცხადება ელჩმა დღეს ცესკოში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

"ჩემთვის იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ საარჩევნო პერიოდში must carry და must offer იხილავს დღის სინათლეს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამომრჩეველთა მომზადების საკითხში. როგორც ჩანს, ხანგრძლივ დისკუსიებს ამ თემაზე წარმატებული წერტილი დაესვა", - განაცხადა დიმიტროვმა.

ევროკავშირის ელჩმა გლობალ TV - ის ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მთავარია, რომ საქართველოში არსებული ინსტიტუციებისადმი ნდობა იყოს მაღალი და მდგრადი და კანონი აღსრულდეს.

ე.წ. must carry-ის წინასაარჩევნოდ ამოქმედებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში, სავარაუდოდ, დღეს იქნება ინიცირებული. კანონპროექტის მიხედვით, საკაბელო ტელევიზები ვალდებული იქნებიან, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში მაუწყებელი ყველა ტელევიზიის ტრანზიტი განახორციელონ.

 

კომენტარები