სკულპტურა

საფრანგეთში როდენის 13 წლის წინ მოპარულ ბიუსტს მიაკვლიეს

საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში ოგიუსტ როდენის ბრინჯაოს ბიუსტი აღმოაჩინა, რომელიც ერთ-ერთი მუზეუმიდან 13 წლის წინ მოიპარეს.

The Daily Telegraph - ის ინფორმაციით, ფრანგი მოქანდაკის სკულპტურას, რომელიც როდენის მეგობარმა ქალმა, კამილა კლოდელმა შექმნა, სამართალდამცავებმა ვაჭრის ავტომობილში მიაკვლიეს. ანტიკვარით მოვაჭრეს პოლიცია რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიონში განხორციელებულ ყაჩაღობების სერიასთან დაკავშირებით ეძებდა.

ბიუსტი 1999 წელს არქეოლოგიისა და ხელოვნების მუზეუმიდან მოიპარეს. სკულპტურის ღირებულება ერთ მილიონ ევროს შეადგენს.

 

კომენტარები