ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძრის საკითხზე გადაწყვეტილებას იუნესკო 2013 წელს მიიღებს

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის საკითხის განხილვა 2013 წლისთვის გადაიდო. ამის შესახებ გადაწყვეტილება იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის სესიაზე დღეს მიიღეს.

აღნიშნულის შესახებ ინიციატივით სესიაზე, გერმანიის დელეგაცია გამოვიდა.

,,საკითხი არის უაღრესად სერიოზული. ჩანს, რომ ძალიან დიდი შეცდომებია დაშვებული, ისეთი შეცდომებიც კი, რომელთა გამოსწორება შეუძლებელი იქნება, ამიტომ ისინი ძალიან დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი. აქედან გამომდინარე, გერმანია მოგიწოდებთ აღნიშნული საკითხის შესწავლა 2013 წლამდე განვაგრძოთ.’’-განაცხადა გერმანიის დელეგატმა.

იუნესკოს წარმომადგენლები ითხოვენ, რომ საქართველოს საპატრიარქომ მათ მრჩევლებთან ითანამშრომლოს და დაამტკიცოს, რომ ,,პატივს სცემს იუნესკოს რჩევებსა და კონვენციას’’.

გადაწყვეტილებას სესიაში მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი. 

კომენტარები