ბაგრატის ტაძარი

მიხეილ სააკაშვილი: ბაგრატის ტაძრის აღდგენა თითქმის დამთავრებულია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს თურქეთში გაემგზავრა. პრეზიდენტი სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ოცი წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტს ესწრება.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის ტაძრის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ დღეს იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხის განხილვით, ტაძრის კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღების საფრთხე მოიხსნა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშნელოვანია ბაგრატის ტაძრის, როგორც ქვეყნის სიმბოლოს აღდგენა.

,,პრაქტიკულად ტაძრის აღდგენა თითქმის დამთავრებულია. დარჩენილია პატარა დეტალი, რასაც ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, ყველა შენიშვნის გათვალისწინებით, რომელიც საპატრიარქოს ჰქონდა.’’-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულსა და სამიტის მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებს შეხვდება. 

კომენტარები