ყადაღა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესაქციები დაყადაღდა

0 კომენტარი

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის აქციებს კომპანია ქართუ ჯგუფში, ქართუ ბანკში და პროგრეს ბანკში ყადაღა დაადო.

ბიუროს განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის წილებთან დაკავშირებით ინფორმაცია ეროვნული ბანკისგან მიიღო: ქართუ ჯგუფში და ქართუ ბანკში ივანიშვილი 100%-იანი, ხოლო პროგრეს ბანკში - 21.7%-იანი წილის მფლობელია.

ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ კომპანიებს წილების ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენიათ. კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონის მიხედვით კი, თუ ეროვნულ ბანკში წილის ცვლილების შესახებ ცნობა შესული არ არის, გარიგება წილის განკარგვის თაობაზე ბათილად ითვლება: ამ დრომდე, ამ კომპანიების აქციების მესაკუთრედ ბიძინა ივანიშვილი რჩება.

აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ აქციათა დაყადაღება ამ ბანკების ჩვეულ საქმიანობას არ აფერხებს და ყადაღა ავტომატურად მაშინვე გაუქმდება, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი თანხას ნებაყოფლობით გადაიხდის.

კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 650 131 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილებები ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. შედეგად, ჯარიმები განახევრდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები