სირიის რეჟიმი

სირიაში სახელისუფლებო ტელევიზიაზე თავდასხმა განხორციელდა

ბაშარ ასადი
Reuters

სირიაში სახელისუფლებო ტელეარხ al-Ikhbariya - ის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. BBC - ის ინფორმაციით, დამასკოს გარეუბანში მდებარე ტელევიზიის ოფისში რამდენიმე შეიარაღებული უცნობი პირი დღეს დილით შეიჭრა და შენობის ნაწილი გაანადგურა.

სირიის ხელისუფლებამ მომხდარი დაგმო და აღნიშულ ინციდენტს თავისუფალი მედიის უფლებების შეზღუდვა უწოდა. მთავრობამ თავდასხმაზე პასუხიმგებლობა ოპოზიციურ ძალებს დააკისრა. ქვეყნის ოპოზიცია ბრალდებას უარყოფს.

გუშინ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ ”სირია ომის მდგომარეობაში იმყოფება”. მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მითითება მისცა, რომ ”შესაბამისი ზომები გაწეულ იქნას გამარჯვების მისაღწევად.”

 

კომენტარები