კინო

ავატარი 2, ავატარი 3, ავატარი 4...

„არა, არ ინერვიულოთ, მე აუცილებლად გამოვჩნდები მომდევნო „ავატარში“, - განაცხადა სიგურნი უივერმა მიღებაზე, რომელიც ჰოლივუდში, სერიალ „პოლიტიკოსების“ გამოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა. მსახიობის განცხადებით,  რეჟისორი ჯეიმს კამერონი ამჟამად „ავატარის“ გაგრძელებაზე მუშაობს და ერთიმეორის მიყოლებით  აკეთებს: „ავატარი 2“-ს, „ავატარი 3“-სა და „ავატარი 4“-ს.  რა თქმა უნდა, უცნობია რა დრო დასჭირდება 3 ნაწილის პარალელურად შექმნას, თუმცა მსახიობის განცხადებით, "ავატარის" მომდევნო სერია 2016 წელს უნდა გამოვიდეს.

„არ ვაპირებ სხვისი ფილმების პროდიუსირებას. ახლა ჩემთვის „ავატარის“ დროა და მე ამ თემაზე ვმუშაობ. ანუ, „ავატარის“ ბიზნესში ვარ“, - განუცხადა New York Time-ის ჟურნალისტს რეჟისორმა. მართალია, მას ბევრი არ უსაუბრია ფილმის მომდევნო სერიებზე, თუმცა დაამატა, რომ შემდეგი სერიის სიუჟეტი ახალ პლანეტაზე განვითარდება და  მომდევნო სერიებში, ის არც ოკეანეების გამოკვლევაზე იტყვის უარს.  

შეგახსენებთ, რომ „ავატარი“ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა  და მის შემქმნელებს 2.7 მილიარდი დოლარი მოუტანა.

კომენტარები