ჩინეთი

ჩინეთის პირველი ასტრონავტი ქალი მიწაზე დაბრუნდა

ჩინეთის მიერ გაშვებული კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟი, რომლის შემადგენლობაშიც პირველი ჩინელი ასტრონავტი ქალი ლიუ იანგი იმყოფებოდა, მიწაზე მშვიდობიანად დაეშვა. ეკიპაჟი მისიას, რომელიც მუდმივი კოსმოსური სადგურის შექმნის მიზნით ხორციელდება, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ასრულებდა ორბიტაზე.

იანგი თავის ორ კოლეგასთან ერთად აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამეცნიერო ექსპერიმენტებს ახორციელებდა.

ჩინელი ასტრონავტების მიწაზე დაშვების კადრები ქვეყნის ტელევიზიის ეთერით გადაიცემოდა. ფრენის შედეგების შეჯამებისას ჩინეთის გენერალური საბჭოს მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული მისიით ჩინელმა ხალხმა კიდევ ერთი წვლილი შეიტანა კაცობრიობის მიზნის განსახორცილებლად, რომელიც კოსმოსის შესწავლას და გამოყენებას ითვალისწინებს.

”ხომალდი კოსმოსში ჩვენი კომფორტული სახლი იყო, თუმცა მიწაზე დგომა სასიამოვნოა. ჩვენ ჩინელი ერით ძალიან ვამაყობთ.” - განაცხადა პირველმა ჩინელმა ასტონავტმა ქალმა მიწაზე დაშვებისას.

 

კომენტარები