ბაგრატის ტაძარი

სააკაშვილი: ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია დასრულდება და ის მსოფლიო კატალოგშიც შევა

პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ბაგრატის ტაძარს ეწვია და რესტავრაციის პროცესზე ისაუბრა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ რეაბილიტაციის პროცესი ყველა სტანდარტის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა დასრულდება, რადგან ეს ხალხის მოთხოვნაა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბაგრატი რესტავრაციის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და ის მსოფლიო კატალოგშიც შევა. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შეფერხება ინტრიგებმა და ჩაწყობებმა შეაფერხა. სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება და ქართველებსა და უცხოელებს პროექტში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

კომენტარები