კურილის კუნძულები

იაპონია კურილის კუნძულებზე მედვედევის ვიზიტს აპროტესტებს

რუსეთსა და იაპონიას შორის კურილის კუნძულების გამო ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიძაბა. ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი დღეს სამხრეთ კურილის კუნძულ კუნაშირს ეწვია, რამაც იაპონიის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის კოიტირო გემბას განცხადებით, "მედვედევის კუნაშირზე ვიზიტი რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებისთვის ცივი წყლის გადასხმაა".

BBC - ის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი ევგენი აფანასიევი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. გამოცემის ცნობით, მას მედვედევის სამხრეთ კურილზე ვიზიტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

როგორც ცნობილია, სამხრეთ კურილის შემადგენლობაში კუნძულები კუნაშირი, იტურუპი, შიკოტანი და ხაბომაი შედიან. რუსეთი ამტკიცებს, რომ არქიპელაგი მას, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს ეკუთვნის.

აღნიშნული შემთხვევა მედვედევის მეორე ვიზიტია კურილის კუნძულებზე. პირველად იგი კუნაშირს 2010 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტის რანგში ეწვია.

 

კომენტარები