ცვლილებები მთავრობაში

მინისტრების მოადგილეებს ამ ეტაპზე უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ

მინისტრების მოადგილეებს ამ დროისთვის უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ. აღნიშნულს ,,მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის’’ შესახებ კანონი ითვალისწინებს.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლინა ღვინიანიძე განმარტავს, იმ მომენტიდან, როცა პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ან ცალკეულ მინისტრებს ამტკიცებს, მინისტრთა მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ.

,,პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებისთანავე პირველ მოადგილეებსა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ. ამის შემდეგ კანონით დადგენილი წესით ამ თანამდებობაზე თავიდან ხდება კონკრეტული პირების დანიშვნა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სხვა, ასევე იგივე ადამიანი.’’-განმარტავს ლინა ღვინიანიძე.

საქართველოს პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. 

კომენტარები