მაკდონალდსი

თბილისში მაკდონალდსის მეოთხე რესტორანი გაიხსნა

0 კომენტარი

თბილისში, წერეთლის გამზირისა და ბაგარტიონის ქუჩის კვეთაზე მაკდონალდსის მეოთხე რესტორანი გაიხსნა. მაკდონალდსის ახალი რესტორანი თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა.

გიგი უგულავამ ბიზნესსექტორის განვითარებაში მაკდონლადსის ტიპის ობიექტების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაკდონალდსის გაფართოება მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

,,იმ ასზე მეტ ადამიანს, რომლებიც დღეიდან ამ რესტორანში იმუშავებენ, ვულოცავ სამსახურის დაწყებას. მაკდონალდსის გაფართოება მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. მაკდონალდსი მხოლოდ კვების კი არა, ცხოვრების სტანდარტია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროფესიული განათლების სისტემა თბილისის ყველა უბანში საერთაშორისო სტანდარტით იყოს წარმოდგენილი.’’-განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორც ცნობილია მაკდონალდსის ახლადგახსნილ რესტორანში 109 ადამიანი დასაქმდება.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ თბილისში სულ 12 მაკდონალდსის რესტორნის გახსნა იგეგმება. 

მაკდონალდსის სისტემის პირველი რესტორანი ამიერკავკასიის რეგიონში პირველად თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. მაკდონალდსი ყოველდღიურად მსოფლიოს 119 ქვეყანაში დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები