ცვლილებები მთავრობაში

დავით ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ახალაია თავდაცვის მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მოადგილედ დაინიშნა.

ამის შესახებ ტაბულას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დეტალები ჯერჯერობით არაა ცნობილი.

დავით ახალაიამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრად თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია დაინიშნა.

 

კომენტარები