რუმინეთი

ბესესკუს იმპიჩმენტი გამოუცხადეს

0 კომენტარი

რუმინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტ ტრაიან ბესესკუს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებას 432-დან 258-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

იმპიჩმენტის ინიციატორი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა და მისი მემარცხენე სოციალურ-ლიბერალური კავშირი გახდნენ. მათ ბესესკუ კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს, რაც „დიქტატორულ ქმედებებში“ გამოიხატება. ბესესკუ საბიუჯეტო სახსრების მკაცრი ეკონომიის მომხრეა, რასაც მისი ოპონენტები ეწინააღმდეგებიან და ეკონომიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას პირადად ბესესკუს აკისრებენ.

მართალია, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტს კოსტიტუცია არ დაურღვევია. თუმცა, ამ ორგანოს გადაწყვეტილებას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

ბესესკუს პრეზიდენტობის საკითხი რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს, რომელიც 29 ივლისამდე უდა გაიმართოს. პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა გაამარტივა - მისი გადაყენებისთვის ამიერიდან არა რეგისტრირებულ, არამედ გამოცხადებულ ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობაც საკმარისი იქნება.

ბესესკუს გადაყენების საკითხი, რომელიც ქვეყანას 2004 წლიდან ხელმძღვანელობს, რეფერენდუმზე ჯერ კიდევ 2007 წელს გაიტანეს. მაშინ ამომრჩევლებმა პოსტზე მის დარჩენას დაუჭირეს მხარი. თუმცა, ამჯერად ბესესკუს პოზიციები უფრო სუსტია, რაც მკაცრი საბიუჯეტო ეკონომიის არაპოპულარულმა ზომებმა განაპირობა.

შეშფოთება რუმინეთში პოლიტიკური კრიზისის გამო გამოთქვეს ევროკავშირმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროპული ქვეყნების ლიდერებმა. მათ იმედი გამოთქევეს, რომ რომინეთი კვლავაც კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული იდეალების ერთგული დარჩება. ევროკომისიამ შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსიტიტუტების, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს, გავლენის შესუსტების გამო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები