ეუთო-საქართველო

საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი, ლამბერტო ზანიერი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წევრებთან, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ორმხრივი მოლაპარაკებების დროს, მხარეები განიხილავენ თანამშრომლობის საკითხს  სამხედრო, ეკონომიკურ, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში.

ლამბერტო ზანიერი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

ლამბერტო ზანიერი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ ის აზერბაიჯანში მიემგზავრება. 

კომენტარები