ეუთო-საქართველო

ლამბერტო ზანიერი: ეუთოს რეზოლუცია პოლიტიკური სიგნალია

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერმა, დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ეუთოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუცია არ არის ეუთოს ოფიციალური გადაწყვეტილება, ის გამოხატავს პარლამენტართა ჯგუფის პოზიციას, რომელსაც ეუთო აუცილებლად გაანალიზებს.

,,ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სიგნალი და მისი ღირებულებაც სწორედ ეს არის’’-აღნიშნა ლამბერტო ზანიერმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია, გუშინ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

ათ­პუნ­ქტი­ან დო­კუ­მენ­ტში, სა­ხელ­წო­დე­ბით ,,სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა’’  სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და ეუ­თოს 2007 წლის რე­ზო­ლუ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ეუ­თო-ს სივ­რცე­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში ეუ­თო კი­დევ ერ­თხელ მო­უ­წო­დებს რუ­სეთს, პა­ტი­ვი სცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ჯა­რე­ბი გა­იყ­ვა­ნოს. 

რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა დო­კუ­მენტს არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი უწო­და, ხო­ლო აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს - „სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი“. თუმ­ცა რე­ზო­ლუ­ცი­ის ავ­ტორ­მა რუ­სე­თის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

კომენტარები