აშშ

იძულებითი დაზღვევა საჩუქრად ძიძა სახელმწიფოსგან

0 კომენტარი

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები
ბრო­კო­ლი კომ­ბოს­ტო­სებ­რ­თა ოჯა­ხის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი­ა. Brassica oleracea-ს ეს სა­ხე­ო­ბა საკ­ვე­ბად ძვე­ლი წელ­თაღ­რიცხ­ვის მე­ექ­ვ­სე სა­უ­კუ­ნი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და აშ­შ­-­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ბრო­კო­ლის ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით სა­ო­ჯა­ხო ჟურ­ნა­ლებ­ში, თუმ­ცა მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რით ამე­რი­კუ­ლი მე­დია ბო­ლო დროს და­ინ­ტე­რეს­და.

აქვს თუ არა აშ­შ­-ის ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას უფ­ლე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ებს ბრო­კო­ლის შე­ძე­ნა აიძუ­ლოს? მსგავ­სი ცი­ნი­კუ­რი შე­და­რე­ბის წყა­რო Obamacare-ის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ჯან­დაც­ვის აქ­ტი გახ­და, რო­მე­ლიც ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვის შე­ძე­ნას ავალ­დე­ბუ­ლებს. კითხ­ვა­ზე, – სად გა­დის ზღვა­რი სა­ხელ­მ­წი­ფო ლე­გი­ტი­მურ იძუ­ლე­ბა­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას შო­რის, – ამე­რი­კე­ლე­ბი პა­სუხს სა­სა­მარ­თ­ლოს­გან თით­ქ­მის ორი წლის მან­ძილ­ზე ელოდ­ნენ.

Obamacare-ის საქ­მე­ზე, „დამოუკიდებელი ბიზ­ნე­სის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია სე­ბე­ლი­უ­სის წი­ნა­აღ­მ­დეგ”, უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თ­ლომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა 28 ივ­ნისს გა­მო­ი­ტა­ნა. სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გას­ც­და ჯან­დაც­ვის სფე­როს და აშ­შ­-ის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი მოწყო­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს შე­ე­ხო. ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ჯან­დაც­ვის აქ­ტის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბით, სა­სა­

პრეზიდენტი ბარაკ ობამა
მარ­თ­ლომ ამე­რი­კუ­ლი ფე­დე­რა­ლიზ­მის ახ­ლე­ბუ­რი გან­მარ­ტე­ბა და­ამ­კ­ვიდ­რა, რი­თაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ორი­ვე პარ­ტია გა­ა­ნაწყე­ნა.

აშ­შ­-ის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი მოწყო­ბა 1787 წელს მი­ღე­ბულ კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ცენ­ტ­რა­ლურ მმარ­თ­ვე­ლო­ბას ზღუ­დავს და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბას გა­ნამ­ტ­კი­ცებს. ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას მკაც­რად შეზღუ­დუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი აქვს. მას მხო­ლოდ იმ სფე­რო­ებ­ში შე­უძ­ლია ჩა­ე­რი­ოს, რაც ძი­რი­თად კა­ნონ­ში პირ­და­პი­რაა გა­წე­რი­ლი.

კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ასე­თი შტატ­თა­შო­რი­სი ვაჭ­რო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა, გა­და­სა­ხა­დე­ბის და­წე­სე­ბა და მის­თ­ვის პირ­და­პირ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად სხვა სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა­ა. ყვე­ლა სხვა სა­კითხის გა­დაწყ­ვე­ტა, რო­მე­ლიც კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ას არა მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, შტა­ტე­ბი­სა და ხალ­ხის პრე­რო­გა­ტი­ვა­ა.

ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვის შე­სა­ხებ ამე­რი­კუ­ლი კონ­ს­ტი­ტუ­ცია დუმს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ობა­მას ოპო­ნენ­ტე­ბი ამ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, რომ ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას ამ სფე­რო­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. მომ­ხ­რე­ე­ბი კი შტატ­თა­შო­რი­სი ვაჭ­რო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­დ­ნენ და დაზღ­ვე­ვის შე­სა­ხებ კა­ნონს ამ ნორ­მა­ზე აფუძ­ნებ­დ­ნენ.

რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი მიტ რომნი
ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თ­ლომ ჯონ რო­ბერ­ტ­სის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ო­ბით, ორი­ვე მხა­რის არ­გუ­მენ­ტე­ბი უარ­ყო, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ჯან­დაც­ვის აქ­ტი მა­ინც ძა­ლა­ში და­ტო­ვა. ოღონდ მის გა­სა­მარ­თ­ლებ­ლად სულ სხვა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი სა­ფუძ­ვე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა, რა­ზე­დაც აქამ­დე ყუ­რადღე­ბა არც მომ­ხ­რე­ებს და არც მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ებს გა­უ­მახ­ვი­ლე­ბი­ათ.

მო­სა­მარ­თ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ჩათ­ვა­ლა, რომ კონ­გ­რესს შტატ­თა­შო­რი­სი ვაჭ­რო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა მხო­ლოდ მა­შინ შე­უძ­ლი­ა, რო­ცა კო­მერ­ცი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა უკ­ვე სა­ხე­ზე­ა. ანუ, ფე­დე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნი შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს მხო­ლოდ მათ, ვინც უკ­ვე შე­ვი­და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში – ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში – იყი­და დაზღ­ვე­ვა.

უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თ­ლომ მი­იჩ­ნი­ა, რომ შტატ­თა­შო­რი­სი ვაჭ­რო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა არ აძ­ლევს კა­ნონ­მ­დე­ბელს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას აიძუ­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ჩა­ერ­თონ ვაჭ­რო­ბა­ში, ანუ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში – შე­ი­ძი­ნონ დაზღ­ვე­ვა. კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ასე­თი ფარ­თო გან­მარ­ტე­ბა არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ას და თავ­და­ყი­რა აყე­ნებს ფე­დე­რა­ლუ­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ამე­რი­კულ იდე­ას.

ამე­რი­კუ­ლი ფე­დე­რა­ლიზ­მი, ის­ტო­რი­უ­ლად, ცენ­ტ­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის უკი­დუ­რე­სად შეზღუ­დულ როლს და შტა­ტე­ბის ძლი­ერ მმარ­თ­ვე­ლო­ბას გა­ნამ­ტ­კი­ცებ­და. შტატ­თა­შო­რი­სი ვაჭ­რო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის ნორ­მა მე-19 სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის და ეკო­ნო­მი­კა­ში სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩა­უ­რევ­ლო­ბის გა­რან­ტი­ას წარ­მო­ად­გენ­და.

დი­დი დეპ­რე­სი­ის შემ­დეგ, ფრან­კ­ლინ რუზ­ველ­ტის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. რუზ­ველ­ტის ახა­ლი კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, ცენ­ტ­რა­ლურ­მა მთავ­რო­ბამ არა მარ­ტო შტა­ტე­ბის, არა­მედ კერ­ძო სექ­ტო­რის საქ­მე­ებ­შიც უხე­ში ჩა­რე­ვა და­იწყო. ამის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი სა­ფუძ­ვე­ლი შტატ­თა­შო­რი­სი ვაჭ­რო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის ნორ­მის ახ­ლე­ბუ­რი, უკი­დუ­რე­სად ფარ­თო ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია გახ­და.

საკ­ვან­ძო პრე­ცე­დენ­ტი „ვიკარდი ფილ­ბერ­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ” საქ­მემ შე­ქ­მ­ნა, რო­ცა სა­სა­მარ­თ­ლომ ფერ­მე­რის მი­ერ თა­ვის ნაკ­ვეთ­ზე სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის ხორ­ბ­ლის მოყ­ვა­ნა შტატ­თა­შო­რი­სი ვაჭ­რო­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხად ჩა­ით­ვა­ლა და ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და­უ­კა­ნო­ნა.

მას შემ­დეგ უკ­ვე არა ერ­თი ათე­უ­ლი წე­ლი­ა, რაც ამ ერ­თი შე­ხედ­ვით უწყი­ნა­რი კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მის ფარ­თო ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ამე­რი­კე­ლი მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბი ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას და კერ­ძო სექ­ტორ­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ის ზრდას ეს­წ­რაფ­ვი­ან. ამ­დე­ნად, Obamacare-ის საქ­მე­ზე რო­ბერ­ტ­სის სა­სა­მარ­თ­ლოს მი­ერ სა­და­ვო ნორ­მის ვიწ­რო გან­მარ­ტე­ბა მათ­თ­ვის დი­დი დარ­ტყ­მა იყო.

კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი ვი­კარ­დის პრე­ცე­დენტს სა­სა­მარ­თ­ლო აქ­ტი­ვიზ­მის კლა­სი­კურ მა­გა­ლი­თად მი­იჩ­ნე­ვენ და დი­დი ხა­ნია მის შეც­ვ­ლას ცდი­ლო­ბენ. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­სა­მარ­თ­ლომ კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ტექ­ს­ტი ზუს­ტად ისე უნ­და გან­მარ­ტოს, რო­გორც ეს მის ავ­ტო­რებს მე-18 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ეს­მო­დათ. ის­ტო­რია ცხად­ყოფს, რომ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შტატ­თა­შო­რი­სი ვაჭ­რო­ბა ამე­რი­კელ მო­სა­მარ­თ­ლე­ებს ძა­ლი­ან ვიწ­რო და პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით ეს­მო­დათ და ასე­თად მხო­ლოდ ისეთ შემ­თხ­ვე­ვას მი­იჩ­ნევ­დ­ნენ, რო­ცა კო­მერ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ადა­მი­ა­ნი ან სა­ქო­ნე­ლი შტა­ტის საზღ­ვ­რებს კვეთ­და.

ვი­კარ­დის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი არა­თუ შტა­ტის საზღ­ვ­რე­ბის გა­დაკ­ვე­თას არ ჰქონ­და ად­გი­ლი, არა­მედ არც სა­ვაჭ­რო გა­რი­გე­ბის ფაქტს. მაგ­რამ, პროგ­რე­სის­ტ­მა მო­სა­მარ­თ­ლე­ებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ თუნ­დაც სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის რა­ი­მე სა­ქონ­ლის წარ­მო­ე­ბა ირიბ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და შტატ­თა­შო­რის ვაჭ­რო­ბა­ზე. Obamacare-ის შემ­თხ­ვე­ვა­ში ვაჭ­რო­ბის ცნე­ბის კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თო­ე­ბა ხდე­ბო­და.

ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ჯან­დაც­ვის აქ­ტი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ავალ­დე­ბუ­ლებს, შე­ი­ძი­ნონ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვა. გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ იმ პი­რებ­ზე და­იშ­ვე­ბა, ვინც დაზღ­ვე­ვის შე­ძე­ნას რე­ლი­გი­უ­რი მო­ტი­ვე­ბით ან ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო არი­დებს თავს.

ამე­რი­კე­ლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ამ დრომ­დე დაზღ­ვე­ვას დამ­საქ­მებ­ლის­გან ან სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან იღებ­და, ხო­ლო გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია (მაგალითად, ჯან­მ­რ­თე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი) ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დაზღ­ვე­ვას სა­ერ­თოდ არ იყე­ნებ­და. ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ იარ­სე­ბებს: მათ, ვინც დაზღ­ვე­ვის შე­ძე­ნა­ზე უარს იტყ­ვის, სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წევს.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მან­და­ტის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი კა­ნო­ნის ეს დე­ბუ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­თა არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ­სე­ბი­თად ზღუ­დავს და ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ზრუნ­ვის გა­ნუ­ზო­მელ თა­ვი­სუფ­ლე­ბას აძ­ლევს. ეს კი, კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის აზ­რით, დე­მოკ­რა­ტი­ის ამე­რი­კულ გა­გე­ბას სა­ფუძ­ველ­ში­ვე ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა.

ამ­გ­ვა­რი პრე­ცე­დენ­ტის და­კა­ნო­ნე­ბით, ამ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი, მთავ­რო­ბას გა­უჩ­ნ­დე­ბო­და უფ­ლე­ბა ეიძუ­ლე­ბი­ნა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ეყი­დათ არა მარ­ტო დაზღ­ვე­ვა, არა­მედ მა­გა­ლი­თად ბრო­კო­ლი – ის ხომ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო­ა, გა­კოტ­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბი – ეკო­ნო­მი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე ზრუნ­ვაც ხომ სა­ჭი­რო­ა, ელექ­ტ­რო­მო­ბი­ლი – ინო­ვა­ცი­ებს ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა, თა­ნაც გა­რე­მოს­თ­ვის ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მო­აქვს, და ასე შემ­დეგ და ამ­დაგ­ვა­რად. ამ სი­ის გან­ვ­რ­ცო­ბა უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა. და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს ურ­ჩი პი­რე­ბის სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დევ­ნის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბო­და.

სწო­რედ ამი­ტომ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის ეროვ­ნულ­მა ასო­ცი­ა­ცი­ამ და 26-მა შტატ­მა აქ­ტის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა ამოქ­მე­დე­ბის­თა­ნა­ვე და­ა­ყე­ნა ეჭ­ვ­ქ­ვეშ და მის გა­სა­უქ­მებ­ლად სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი წა­მო­იწყო.

მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ობა­მა და დე­მოკ­რა­ტე­ბი უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­დ­ნენ სა­სა­მარ­თ­ლო და­ერ­წ­მუ­ნე­ბი­ნათ, კი­დევ უფ­რო გა­ე­ფარ­თო­ე­ბი­ნა შტატ­თა­შო­რი­სი ვაჭ­რო­ბის ცნე­ბის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ა. თუმ­ცა ჯონ რო­ბერ­ტ­ს­მა არც მა­თი ოპო­ნენ­ტე­ბის იმე­დე­ბი გა­ა­მარ­თ­ლა. 4 მე­მარ­ცხე­ნე ორი­ენ­ტა­ცი­ის მო­სა­მარ­თ­ლეს­თან ერ­თად, ამე­რი­კის მთა­ვარ­მა მო­სა­მარ­თ­ლემ მხა­რი და­უ­ჭი­რა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მან­და­ტის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად აღი­ა­რე­ბას. ოღონდ, მის გა­სა­მარ­თ­ლებ­ლად სულ სხვა სა­კონ­ს­ტი­ტუ­ციო ნორ­მა გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მე­ლიც კონ­გ­რესს გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს.

ამე­რი­კე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის გა­და­სა­ხადს იხ­დი­ან და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი გარ­კ­ვე­ულ ეკო­ნო­მი­კურ აქ­ტი­ვო­ბას (შემოსავლის მი­ღე­ბა, ქო­ნე­ბის ფლო­ბა) ეფუძ­ნე­ბა. ახა­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბი­დან კი გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ კონ­გ­რე­სი გა­და­სა­ხადს აწე­სებს ეკო­ნო­მი­კუ­რი უმოქ­მე­დო­ბის – დაზღ­ვე­ვის შე­ძე­ნა­ზე უარის თქმის­თ­ვის. შე­დე­გად გა­მო­დის, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­შე­მო­სავ­ლო სამ­სა­ხურს გარ­კ­ვე­ულ თან­ხას უბ­რა­ლოდ არ­სე­ბო­ბის­თ­ვის გა­და­უხ­დი­ან: უკ­ვე არ­სე­ბულ სიკ­ვ­დი­ლის გა­და­სა­ხადს, სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, სი­ცოცხ­ლის გა­და­სა­ხა­დი და­ე­მა­ტა.

გა­და­სა­ხა­დე­ბის და­წე­სე­ბის უფ­ლე­ბის ასე­თი ფარ­თო გან­მარ­ტე­ბით რო­ბერ­ტ­სის სა­სა­მარ­თ­ლომ გა­ა­მარ­თ­ლა ის, რა­საც შტატ­თა­შო­რი­სი ვაჭ­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში უპი­რის­პირ­დე­ბო­და – სა­ხელ­მ­წი­ფოს შე­უზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. Obamacare-ის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ შეც­ვა­ლა ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პი, რის მი­ხედ­ვი­თაც მთავ­რო­ბას უმოქ­მე­დო­ბის არც რე­გუ­ლი­რე­ბის და არც და­ბეგ­ვ­რის უფ­ლე­ბა არ აქვს. შტატ­თა­შო­რი­სი ვაჭ­რო­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის შეზღუდ­ვით უარ­ყო­ფი­ლი პა­ტერ­ნა­ლის­ტუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფოს შე­უზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, უმოქ­მე­დო­ბა­ზე გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბით, უკან დაბ­რუნ­და.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­სა­მარ­თ­ლოს ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას ობა­მა­სე­უ­ლი მიდ­გო­მის­გან ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი გა­ნას­ხ­ვა­ვებს: შტატ­თა­შო­რი­სი ვაჭ­რო­ბის წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვა სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის წე­სით ის­ჯე­ბა, ხო­ლო დაზღ­ვე­ვის არ­ქო­ნის გა­მო გა­და­სა­ხა­დის­თ­ვის თა­ვის არი­დე­ბა მხო­ლოდ ფი­ნან­სურ სან­ქ­ცი­ებს გა­მო­იწ­ვევს. ეს კი ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის იძუ­ლე­ბის ნაკ­ლებ ბერ­კეტს უტო­ვებს.

ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ჯან­დაც­ვის აქ­ტის ასე­თი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია ობა­მას ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის დი­დი დარ­ტყ­მა­ა. ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ი­სას ობა­მა სა­შუ­ა­ლო კლა­სის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ც­ვე­ლად გა­მო­დი­ო­და და პი­რო­ბას დებ­და, რომ მათ გა­და­სა­ხა­დებს არ­ცერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ გა­უზ­რ­დი­და. რე­ა­ლუ­რად კი სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო სუ­რა­თი შე­იქ­მ­ნა: ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ჯან­დაც­ვის აქ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხარ­ჯე­ბის 75% სწო­რედ სა­შუ­ა­ლო კლასს და­აწ­ვე­ბა. სა­შუ­ა­ლო შეძ­ლე­ბის 3 მი­ლი­ო­ნამ­დე ამე­რი­კელს, ობა­მას სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­და­სა­ხა­დი ეზ­რ­დე­ბა.

რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ნო­ემ­ბ­რის არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მსგავს და­უ­სა­ბუ­თე­ბელ გა­და­სა­ხადს

ჩაის წვეულების აქტივისტების აქცია უზენაეს სასამართლოსთან
აუცი­ლებ­ლად გა­ა­უქ­მე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ Obamacare-ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ჯერ ძა­ლა­ში არ შე­სუ­ლა, ეკო­ნო­მი­კა­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მან 2010 წლი­დან, ანუ ძა­ლა­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე მო­ახ­დი­ნა.

კერ­ძოდ, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც 50 ან მეტ ადა­მი­ანს ასაქ­მე­ბენ, თა­ნამ­შ­რო­მელ­თა უპი­რო­ბო დაზღ­ვე­ვა და­ე­ვა­ლათ. და­მა­ტე­ბით­მა ხარ­ჯ­მა მცი­რე ბიზ­ნესს გა­ფარ­თო­ე­ბის და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მ­ნის მო­ტი­ვა­ცია და­უ­კარ­გა. სხვა მი­ზე­ზებ­თან ერ­თად, ამ გა­რე­მო­ე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ 41 თვე­ზე მე­ტი დრო­ის მან­ძილ­ზე უმუ­შევ­რო­ბა 8%-ზე ქვე­ვით არ ჩა­მო­სუ­ლა.

Obamacare-ის პო­პუ­ლა­რო­ბას კი­დევ ერთ დარ­ტყ­მას მი­ა­ყე­ნებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მე­ო­რე და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლიც: სა­სა­მარ­თ­ლომ უარ­ყო ღა­რი­ბე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო დაზღ­ვე­ვა­ზე მი­მარ­თუ­ლი პროგ­რა­მა Medicaid-ის რე­ფორ­მა. შტა­ტებს, რომ­ლე­ბიც Medicaid-ის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე უარს იტყოდ­ნენ, Obamacare-ი მკაცრ ფი­ნან­სურ სან­ქ­ცი­ებს უწე­სებ­და. სა­სა­მარ­თ­ლომ ფი­ნან­სუ­რი იძუ­ლე­ბა ან­ტი­კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო და შტა­ტებს არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­უ­ტო­ვა, თა­ვად გა­დაწყ­ვი­ტონ, გა­ა­ფარ­თო­ონ თუ არა Medicaid-ი.

არა­და, Obamacare-ის ამოქ­მე­დე­ბით გაზ­რ­დი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ხარ­ჯე­ბის ამო­ღე­ბა სწო­რედ შტა­ტე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იგეგ­მე­ბო­და. სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ეს ნა­წი­ლი შტა­ტე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის დღი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ სა­სა­მარ­თ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რის – ჯონ რო­ბერ­ტ­სის როლ­ზე. გა­ირ­კ­ვა, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე თავ­და­პირ­ვე­ლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ჯან­დაც­ვის აქტს არა­კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად თვლი­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შემ­დეგ მან პო­ზი­ცია შე­იც­ვა­ლა და მე­ხუ­თე გა­დამ­წყ­ვე­ტი ხმით კა­ნო­ნის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა და­ად­გი­ნა.

რო­ბერ­ტ­სი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2005 წელს ჯორჯ ბუშ­მა წა­რად­გი­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, მას უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თ­ლო­ში კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის ხმად მი­იჩ­ნევ­დ­ნენ. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ, რო­ბერტსს ბევ­რი აკ­რი­ტი­კებს პა­სი­უ­რო­ბის გა­მო. კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი თვლი­ან, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ უბ­რა­ლოდ ვერ გა­რის­კა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ წას­ვ­ლა, შე­ე­შინ­და და უკან და­ი­ხი­ა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები