მოწამვლა

ქლორის გაჟონვით მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე გარდაიცვალა

ლილოს ტერიტორიაზე ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე გუშინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.

პაციენტის მდგომარეობა საავამდყოფოში მოთავსების დღიდან მძიმე იყო, ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ლაშა ნარიმანიძეს ქორნიკული ასთმა ჰქონდა, მოწამვლის შედეგად მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ერთი კვირის წინ ლილოს დასახლებაში ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად, 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ავზის მფლობელი კომპანიის, შპს კრისტალის ხელმძღვანელს, ლევან დათუაშვილს პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები