რეცეპტი

პიცა „მოცარელა”

400 გრ ფქვილი

60 გრ ტომატი

150 გრ გახეხილი მოცარელა 5 ცალი პომიდორი 1 კბილი ნიორი

25/30 გრ დაჭრილი მოცარელა

5 ფოთოლი ბაზილიკი   ჯამში 5 ლარი

მომზადების წესი:

ცომი – ღრმა ჭურჭელში ჩაყარეთ 400 გრ ფქვილი, დაასხით წყალი, მოაყარეთ მარილი და მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ ცომი და მიეცით მრგვალი ფორმა.

ტომატის სოუსი – მოათავსეთ ბლენდერში 60 გრ ტომატის სოუსი, 1 კბილი ნიორი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და დააბლენდერეთ.

ცომს მოასხით ტომატის სოუსი, დაალაგეთ ზემოდან გახეხილი მოცარელა, ცოცხალი პომიდორი (მრგვლად დაჭრილი), ამ პომიდორზე თხლად დაჭრილი მოცარელა და ბაზილიკის ფურცლები.

გააცხელეთ ღუმელი 350 გრადუსზე, მოათავსეთ მასში პიცა 5 წუთით და მზადაა.
 

 

კომენტარები