დაპატიმრება

შპს სენტიმენტალ ჯიემჯის წარმომადგენელს პატიმრობა შეეფარდა

ლილოში ქლორის გაჟონვის საქმეზე დაკავებულ, შპს სენტიმენტალ ჯიემჯის წარმომადგენელ გოჩა ყულეჭიშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულს ბრალი 288-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის გამო ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.

კომპანია სენტიმენტალ ჯიემჯის წარმომადგენელი გოჩა ყულეჭაშვილი სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის, შო­თა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის გა­ნარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო ქლო­რის ავ­ზის უსაფ­რთხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვა­ზე

ერ­თი კვი­რის წინ ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში ავ­ზი­დან ქლო­რის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად, 70-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი მო­ი­წამ­ლა, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.  მო­წამ­ლულ­თა­გან ერ­თი ადა­მი­ა­ნი, 18 წლის ლა­შა ნა­რი­მა­ნი­ძე გუ­შინ ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ავ­ზის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის, შპს კრის­ტა­ლის ხელ­მძღვა­ნელს, ლე­ვან და­თუ­აშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. 

კომენტარები