კინო

დოკუმენტური ფილმი ობამაზე

ჯორჯ ობამა, ბარაკ ობამას ნახევარძმა, დღესაც კენიაში ცხოვრობს. სულ მალე კი მას მაყურებელი ახალ ფილმში იხილავს. „2016: ობამას ამერიკა“ - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც ოსკარის მფლობელი პროდიუსერი ჯერალდ მოლენი და მწერალი დინეშ დ’სოუზა წარმოადგენენ.

„2016: ობამას ამერიკა“ მაყურებელს სამოგზაუროდ ეპატიჟება და მას ამერიკის პრეზიდენტზე, ბარაკ ობამასა და  მის წარსულზე უყვება. ფილმი ამერიკის პოლიტიკის კრიტიკაა, სადაც ავტორები ცდილობენ გასცენ პასუხი კითხვას - რა მოხდება ამერიკაში, თუ ობამა მეორედაც იქნება არჩეული 2016 წელს?

ინდოელ დინეშ დ’სოუზას არაერთი ბესტსელერი აქვს დაწერილი. 2010 წელს კი მან გამოსცა წიგნი „The Roots of Obamas Rage”, რომელიც ნიუ იორკ ტაიმსმა წლის ყველაზე გაყიდვად წიგნად დაასახელა.

ჯერალდ მოლენის პროდიუსირებითაა გამოსული ფილმები: „შინდლერის სია“, „იურიული პერიოდის პარკი“, „წვიმის კაცი“ და სხვა.

„2016: ობამას ამერიკა“ 27 ივლისს გამოვა ამერიკაში.  

კომენტარები