საავტომობილო კომპანია

საავტომობილო კომპანია Peugeot Citroen-ი სამუშაო ადგილებს ამცირებს

ფრანგული საავტომობილო კომპანიის Peugeot Citroen-ის წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს, რომლის თანახმადაც რვა ათასი სამუშაო ადგილის შემცირება და პარიზში არსებული კომპანიის ფაბრიკის დახურვა იგეგმება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაბრიკა, სადაც 3000 ადამიანი მუშაობს 2014 წელს დაიხურება. საფრანგეთში მდებარე კიდევ ერთ ფაბრიკაში არსებული სამუშაო ადგილების რაოდენობიდან კი 1400 ადგილი შემცირდება.

Peugeot Citroen-ის წარმომადგენლების განცხადებით, ევროზონის ქვეყნებში არსებული კრიზისის გამო კომპანიის გაყიდვების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

კომპანაიის გენერალური დირექტორის, ფილიპ ვარენის თქმით, Peugeot Citroen-ი სამუშაოს გარეშე დარჩენილ თანამშრომლებს ახალი სამსახურის მოძებნაში დაეხმარება.

BBC-ის ინფორმაციით, ფრანგული საავტომობილო კომპანიის თანამშრომლები სამუშაო ადგილების შემცირების ფაქტს საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ, ისინი შემცირების გაუქმებას და ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.

 

კომენტარები