შოუ-ბიზნესი

მადონას საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივიან

ხმისჩამწერმა სტუდიამ VMG Salsoul ლოს-ანჯელესის სასამართლოში მომღერალ მადონას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სტუდიის წარმომადგენლებმა სასამართლოს შემსრულებლის მიერ საავტორო უფლებების დარღვევის გამო მიმართეს.

კომპანია აცხადებს, რომ მადონამ თავის ჰიტში Vogue ბენდ Salsoul Orchestra-ის ერთ-ერთი სიმღერის ფრაგმენტები უკანონოდ გამოიყენა.

სარჩელში მითითებულია, რომ მომღერალი 1990 წლიდან თავისი სიმღერიდან შემოსავალს უკანონოდ იღებდა, როდესაც თავად ნაწარმოების ორიგინალი ჯგუფმა ჯერ კიდევ 1977 წელს გამოუშვა. ხმისჩამწერი სტუდიის წარმომადგენლების განცხადებით, მადონას მიერ გამოყენებული ფრაგმენტი მის სიმღერაში ცოტა ხნის წინ სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით აღმოაჩინეს.

თავად შემსრულებელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

კომენტარები