ჰოლივუდი

სილვესტერ სტალონეს ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს

სილვესტერ სტალონეს ვაჟი, სეიჯ სტალონე 13 ივლისს ჰოლივდში, მისივე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 36 წლის სეიჯი მამის მსგავსად მსახიობი და პროდიუსერი იყო.

ლოს ანჯელეს პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მათ სეიჯის სახლი სატელეფონო ზარის საფუძველზე შეამოწმეს. სეიჯ სტალონეს ადვოკატის განცხადებით კი გარდაცვლილის გვამი დამლაგებელმა იპოვა. პოლიციის განცხადებით, სახლში ძალადობრივი შეჭრის დამადასტურებელი სამხილები არ არსებობს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

სეიჯ სტალონეს მამასთან ერთად რამდენიმე ფილმში აქვს ნათამაშები, მათ შორის Rocky V-სა და Daylight-ში („სინათლე“).

66 წლის სილვესტერ სტალონეს პირველი ქორწინებიდან 2 ვაჟი ჰყავდა. სეიჯი უმცროსი იყო. პირველ მეუღლეს, საშა ჩაკს დაახლოებით 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სილვესტერი 1985 წელს დაშორდა. მას ამჟამად, მესამე ცოლი ჯენიფერ ფლავინი ჰყავს. მისგან სტალონეს 3 შვილი ჰყავს.

 

კომენტარები