აფრიკა

აფრიკის კავშირს მისი არსებობის მანძილზე სათავეში პირველად ქალი ჩაუდგა

საერთაშორისო ორგანიზაციას, აფრიკის კავშირს, რომელიც აფრიკის 54 სახელმწიფოს აერთიანებს, თავისი არსებობის მანძილზე პირველად ჩაუდგა სათავეში ქალი – ორგანიზაციის ლიდერი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ნკოსაზანა დლამინი–ზუმა გახდა. 

არჩევნებში, რომელიც ეთიოპიაში აფრიკის კავშირის სამიტზე შედგა, დლამინი–ზუმამ კავშირის მოქმედ თავჯდომარეს ჟან პინგს აჯობა.  მან 54 ხმიდან 37 ხმა მიიღო, რითიც აუცილებელი 60 პროცენტიანი ბარიერი გადალახა.

63 წლის ნკოსაზანა დლამინი–ზუმა, რომელიც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ყოფილი მეუღლეა, ქვეყნის მთავრობის ერთ–ერთ ყველაზე გამოცდილ წევრად ითვლება. მას სხვადასხვა დროს შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებიც ეკავა.

 

კომენტარები