შატილი

მიხეილ სააკაშვილმა შატილის კომპლექსი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შატილში ჩავიდა. პრეზიდენტმა შატილის კომპლექსი მოინახულა და იქ დაგეგმილი სამუშაოების დროულობაზე ისაუბრა.

შატილში იმ სამი კოშკის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელთა მდგომარეობაც ექსპერტების მიერ სავალალოდ ფასდება. მას შემდეგ რაც შატილის სამხრეთ ნაწილში ქვების ცვენის შედეგად კედელი ჩამოინგრა, კოშკები დანგრევის პირასაა.

შპს კონსტრუქტორი 2012 კოშკების რეაბილიტაციას 15 სექტემბრამდე ჩაატარებს. რეკონსტრუქციის პროცესი დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება და 59 370 ლარი დაჯდება.

შატილში გუშინ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ექსპედიციაც გაემგზავრა. 

კომენტარები