ქართული ოცნება

ქართული ოცნების დაკავებულ წევრებს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ქართული ოცნების დაკავებულ წევრებს, აღმკვეთი ღონისძიება- წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ადვოკატი ლადო მაჭარაშვილი აცხადებს, პროკურორმა პროცესსზე მყარი არგუმენტები ვერ წარადგინა და დაცვის მხარემ ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ დაკავებულების გათავისუფლება გამოძიებას ხელს შეუშლიდა.

ქართული ოცნების წევრების დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. როგორც საია-ს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოძიების ხელთ არსებული მასალები მხოლოდ უკანონო საწევრო შენატანებსა და შემოწირულობებზე მიუთითებს და არა ამომრჩევლის მოსყიდვაზე. მისი განმარტებით, აღნიშნული ქმედებები ისჯება როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არა როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.

კოალიციის წევრები მერაბ კაჭახიძე, ტარიელ ქარდავა და თეიმურაზ შეყლაშვილი 16 ივლისს დააკავეს. დაკავებულებს ბრალი თვალთმაქცური გარიგების დადების მუხლით წარედგინათ.

კომენტარები