წყალმომარაგება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მოსახლეობას დავალიანებას გაუნახევრებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რეგიონების მოსახლეობას დავალიანების 50 % -ის ჩამოწერა შესთავაზა. ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართულ პერესკონფერენციაზე გახდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი კვაშილავამ აღნიშნულ აქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხსენებული პირობებით სარგებლობა რეგიონებში მცხოვრებ ყველა აბონენტს შეეძლება.

მისი თქმით, დავალიანებების ჯამური რაოდენობა ამ ეტაპზე დაახლოებით 5-6 მილიონ ლარს შეადგენს.

აქცია 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. აბონენტებს შეუძლიათ მიმართონ კომპანიის სერვისცენტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

კომენტარები