ეთიოპია

ზენავი "კრიტიკულ" ვითარებაშია

ეთიოპიის პრემიე-მინისტრი მალეს ზენავი საავადმყოფოშია. ყოფილი მარქსისტი, რომელმაც 1991 წელს მენგისთუ ჰაილე მარიამის დიქტატურა დაამხო, ბრუსელის ერთ-ერთ საავადმყოფოში "კრიტიკულ" მდგომარეობაშია - იუწყება AFP-ი.  

ადის-აბებაში, მთავრობის ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ 57 წლის პრემიერის ჯანმრთელობის გაუარესებას და აცხადებენ, რომ ზენავი "თავს კარგად გრძნობს".

თუმცა AFP-ი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზენავი უკვე რამდენიმე დღეა ბრუსელის ერთ-ერთ მთავარ საავადმყოფოში მკურნალობს.

პრემიერის გარდაცვალება შეიძლება ტრაგიკული აღმოჩნდეს აფრიკის კონტინეტის ამ რეგიონისთვის, - აცხადებენ  დიპლომატები ბრიუსელში. მხოლოდ მალეს ზენავი ახერხებდა სუდანს, ერიტრეასა და სომალს შორის სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნებას.  

 

კომენტარები